Friday, November 2, 2018

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ქეთევან პეტრიაშვილი, 35001092538
საგანი: ქართული, როგორც მეორე ენა
სწავლების საფეხური: დაწყებითი(მე-5 კლასი)
მოსწავლეთა რაოდენობა: 21
გაკვეთილის თემა: ზღვა და მისი ფერები
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს მცირე ზომის შემეცნებითი ტექსტის წაკითხვას და გაგებას, ტექსტის შინაარსის ამოცნობას, თემატური ლექსიკის სწორად გამოყენებას.
ესგ კითხვა

ქ.მ.___V.12 მოსწავლეს შეუძლია კითხვის სტრატეგიების გამოყენება;

ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ.

ქ.მ.___V.11 მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის საწყისი უნარ-ჩვევები;











N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო(წთ.)
გამოწვევის ფაზა
1
გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა(იხ. შეფასების რუბრიკები).
მინილექცია
მთელი კლასი
დაფა, ცარცი, შეფასებისრუბრიკა
3წთ.
2
ინტერესის გამოწვევის მიზნით ერთ-ერთი ზღვის ვიდეოს ჩვენება.მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდს, რომელი ზღვაა ასახული ვიდეოში   და ასაბუთებებ რატომ ფიქრობენ ასე(იხ. დანართი- ვიდეო, პრეზენტაცია, სლაიდი 3).
დემონსტრირების მეთოდი

მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი
5წთ.
3
კითხვა-პასუხი. ასოციაციური რუკის შედგენა(იხ. დანართი ასოციოგრამა).
გონებრივი იერიში
მთელი კლასი, ჯგუფური
კომპიუტერი, პროექტორი,ასოციაციური რუკის სქემა
7წთ.
შინაარსის    რეალიზების ფაზა
4
 ტექსტს კითხულობენ ხმამაღლა, გაგრძელებებით .
 დედუქციური მეთოდი
ინდივიდუალური
მოსწავლის წიგნი, მე-5 დონე,გვ.32
5წთ.
5
ზღვების სურათებს და სახელწოდებებს აკავშირებენ ერთმანეთთან ანიმაციის გამოყენებით(იხ. პრეზენტაცია,  სლაიდი 4 ).
ჯგუფური
ჯგუფური
პროექტორი, კომპიუტერი, პრეზენტაცია
7წთ.


გაკვეთილის შეჯამების ფაზა
6
მოსწავლეები ავსებენ ცხრილს: სწორია/არასწორია(იხ. დანართი,  პრეზენტაცია, სლაიდი 5).
თანამშრომლობითი სწავლება
წყვილები
კომპიუტერი, იკრანი, პროექტორი, პრეზენტაცია
5წთ.
7
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს   ფურცელზე ამობეჭდილ ცხრილს და მოსწავლეები ავსებენ(იხ. დანართი).
“ვიცი/მინდა ვიცოდე/ ვისწავლე”
ინდივიდუალური
ამობეჭდილი ცხრილები, კალმები.
5წთ.
8
მოსწავლეები სვამენ გამოტოვებულ სიტყვებს წინადადებებში(იხ. სავარჯიშო).
ინდუქციური მეთოდი
ინდივიდუალური
წინასწარ მომზადებული სავარჯიშო
6წთ.
9
გაკვეთილის შეჯამება, მასწავლებლის მიერ მოსწავლეების შეფასება.
სინთეზის
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკები
2წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ადაპტირებული ტექსტის წაკითხვა, გაგება; არსებული ცოდნის დაკავშირება ახალ ინფორმაციასთან, მარტივი ინტერაქცია მოცემულ თემაზე ახალი სიტყვების გამოყენებით.


შეფასება:

გაკვეთილის შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმი
მინიმალური
საშუალოზე დაბალი
საშუალოზე
მაღალი
მაქსიმალური
ტექსტის გაგება-გააზრება
მოსწავლემ საერთოდ ვერ გაიგო ტექსტის შინაარსი და ახალი სიტყვების მნიშვნელობა
მოსწავლემ  ვერ გაიგო ტექსტის შინაარსისა და ახალი სიტყვების გარკვეული ნაწილი
მოსწავლემ კარგად გაიგო ტექსტის შინაარსი , მაგრამ გაუჭირდა ზოგიერთი ახალი სიტყვის მნიშვნელობის გაგება
მოსწავლემ  ძალიან კარგად გაიგო ტექსტის შინაარსი და ახალი სიტყვების მნიშვნელობა
ტექსტის კითხვის ტექნიკა
ვერ კითხულობს ვერც დამარცვლით, ვერ აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას,ვერ განარჩევს ერმანეთისაგან თანხმოვან და ხმოვან ასოებს
კითხულობს ხმამაღლა დამარცვლით. უჭირს ზოგიერთი მარტივი წინადადების წაკითხვა.ვერ იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.
კითხულობსხმამაღლა, მთლიანი სიტყვებით მარტივ წინადადებებს . უჭირს რთული წინადადებების წაკითხვა.აკავშირებს ილუსტრაციას ტექსტთან. ვერ იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.
კითხულობს ხმამაღლა,მთლიანი სიტყვებით როგორც მარტივ, ასევე რთულ წინადადებებს. აკავშირებს ილუსტრაციას წაკითხულ ტექსტთან .ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან და კითხულობს სათანადო ინტონაციით. აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას.განარჩევს თანხმოვან და ხმოვან ასოებს ერთმანეთისგან.
 ახალი ტექსტის შინაარსის დაკავშირება საკუთარ ცოდნასთან
ახლად შეძენილ ცოდნასა და საკუთარ გამოცდილებას შორის კავშირს ვერ ამყარებს
საკუთარ გამოცდილებასა და ახლად შეძენილ ინფორმაციას შორის კავშირის დამყარება უჭირს
საკუთარ გამოცდილებას და ახალ ცოდნას ნაწილობრივ აკავშირებს ერთმანეთთან
საკუთარ გამოცდილებას და ახლადშეძენილ ცოდნას  ძალინ კარგად აკავშირებს ერთმანეთთან
მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობის მიღება
მოსწავლე საერთოდ ვერ იგებს დასმულ კითხვებს
მოსწავლეს  უჭირს დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა
მოსწავლე კარგად იგებს შეკითხვებს , მაგრამ პასუხის გაცემის დროს უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
მოსწავლე კარგად იგებს დასმულ შეკითხვებს და გააზრებულად  სცემს პასუხს ახალი სიტყვებისა და გრამატიკული კონსტრუქციების გამოყენებით


ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
მაღალი
საშუალო
დაბალი
მოსწავლეების ჩართულობა
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
ზოგიერთი წევრი არ არის ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
 ყველა წევრი პასიურია
კომუნიკაცია
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ, ყველა წევრი არის აქტიური.
უჭირს კომუნიკაცია
არ თანამშრომლობევ ერთმანეთთან
ლიდერობა
ჯგუფს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
ჯგუფს ჰყავს ლიდერი, მაგრამ მისი ფუნქცია ზოგჯერ გაურკვეველია, მოვალეობას ვერ ართმევს თავს
ჯგუფს არ ჰყავს ლიდერი
როლების განაწილება
ჯგუფში როლები გადანაწილებულია სწორად
ჯგუფში ზოგი მონაწილის როლი გაურკვეველია
ჯგუფის მუშობა ქაოტურია
სასწავლო ამოცანების შესრულება
დასახულ ამოცანებს ასრულებენ კეთილსინდისიერად, ხარისხიანად, იცავენ დროის ლიმიტს.
სასწავლო ამოცანებს ასრულებენ, ოღონდ ვერ იცავენ დროის ლიმიტს.
სასწალო ამოცანებს ვერ ასრულებენ.

ხელმოწერა: ქეთევან პეტრიაშვილი

თარიღი:  04.  11.2018


1 comment:

  1. ტრენინგის შეჯამება
    ძალიან საინტერესო,საჭირო და მრავლისმომცემი ტრენინგი იყო. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში მეტად მნიშვნელოვანია. ტრენინგზე შევისწავლეთ გაკვეთილის გეგმის შედგენა, პრეზენტაციის შექმნა, სასწავლო პროექტის გეგმის შემუშავება, ექსელის პროგრამაში მუშაობა. მიღებული ინფორმაცია და ცოდნა, ვფიქრობ, ძალიან გამომადგება პრაქტიკაში. ისტ-ის გამოყენებით დაგეგმილი გაკვეთილი ჩემს მოსწავლეებს მოტივაციას აუმაღლებს. დიდი მადლობა ქ-ონ ლია ნავროზაშვილს.

    ReplyDelete