სასწავლი პროექტის გეგმა








პროექტის სახელწოდება: ნიკო ფიროსმანი.
პროექტის მთავარი იდეა: ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფიისა და შემოქმედების გაცნობა და შესწავლა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა მეტი უნდა იცოდნენ უდიდესი ქართველი მხატვრის შესახებ, იმ ქვეყნის კულტურის შესახებ, სადაც ცხოვრობენ. ფიროსმანის  შემოქმედების ახლოს გაცნობა მათ ზოგადად ხელოვნების მიმართ ინტერესსაც გაუღვივებს.ხელს შეუწყობს  ჩამოუყალიბდეთ მოვლენების მიმართ შემოქმედებითი მიდგომის უნარი.
პროექტის მიზნები: ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფიული ცნობებისა და ნახატების მოძიება ინტერნეტში და შესწავლა, ექსკურსია მხატვრის სახლ-მუზეუმში, მირზაანში, ნახატების დათვალიერება, ჩანახატების შექმნა.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
ვადები/ ხანგრძლივობა: 1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან და შეიყვარებენ ამ დიდ მხატვარს და მის შემოქმედებას. შესაძლებელია შეადგინონ ნიკო ფიროსმანის ბიოგრაფიისა და ნახატების გამოყენებით ბუკლეტი ტურისტებისათვის ან წარმოადგინონ პრეზენტაციები. გამოუმუშავდებათ კვლევა- ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, მასალის კომპიუტერულად დამუშავების, ჯგუფურად მუშაობის უნარ-ჩვევები. უკეთ გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.
პროექტისათვის საჭირო რესურსები: დამხმარე ლიტერატურა, კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტომასალები, რვეულები, ფანქრები.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს მიეცემა ინდივიდუალური დავალება:
1.       მხატვრის ბიოგრაფიული ცნობების დამუშავება;
2.       ნახატების მოძიება და თავმოყრა;
3.       ექსკურსიიდან მიღებული შთაბეჭდილებების დამუშავება;
4.       ბუკლეტის შესაქმნელად გეგმის შემუშავება და საბოლოო სახის მიცემა(ან პრეზენტაციების მომზადება).
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ლიტერატურაში განუვითარებს  ძირითად საკომუნიკაციო უნარებს(წერა, კითხვა, მოსმენა, ლაპარაკი). გაეცნობიან ფიროსმანის ისტორიულ გარემოს, რომელშიც მას უხდებოდა ცხოვრება და მოღვაწეობა, გაიღრმავებენ ცოდნას ხელოვნებაში. მასალების მოსაძიებლად და დასამუშავებლად იყენებენ ისტ-ს.
პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან პეტრიაშვილი.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: ketipetriashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი: ketipetriashvili.blogspot.com








No comments:

Post a Comment